"აზოვის" პოლკის ლეიტენანტი - კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია - ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს - Palitra News

"აზოვის" პოლკის ლეიტენანტი - კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია - ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს

2022-05-08 16:40:36+04:00

"აზოვის" პოლკის ლეიტენანტმა ილია სამოილენკომ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში გამართული ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ჩაბარება მიუღებელია.

"ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია. ჩემთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს",- განაცხადა მან.

მისივე თქმით, "აზოვი" ებრძვის აგრესორს და მის ბარბაროსობას.

”ჩვენ ვებრძვით აგრესორს, მტერს, რომელსაც ტერორი მოაქვს უკრაინაში. ვიბრძვით მათი ბარბაროსობის წინააღმდეგ”,- აღნიშნა სამოილენკომ.