რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს, დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას კი მიმართავს, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ახლაც გაიმარჯვებენ. პუტინის მისალოცი ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინი მისალოც წერილში მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს“, ასევე საქართველოს და უკრაინას. მისალოც ტექსტში რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ „დღეს, საერთო ვალია, არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა“.