„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს იწყებს - Palitra News

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს იწყებს

2022-05-04 11:33:38+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს იწყებს. პარტიის წევრების მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. ისინი მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. პარტიის ინფორმაციით, აქციები 6 მაისს რუსთავსა და ბათუმში ჩატარდება.