კარლო ანჩელოტი ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ევროპის ხუთ მოწინავე ლიგაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, გუშინ ანჩელოტის მერ გაწვრთნილი მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მანამდე კი იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდები იტალიის სერია ა-ს („მილანი“, 2004), ინგლისის პრემიერ-ლიგისა („ჩელსი“, 2010), საფრანგეთის ლიგა 1-ის („პარი სენ-ჟერმენი“, 2013), და გერმანიის ბუნდესლიგის („ბაიერნი“, 2017) გამარჯვებულები გახდნენ.„რეალს“ ანჩელოტი 2013-2015 წლებში წვრთნიდა და გუნდში გასული წლის ზაფხულში დაბრუნდა. მადრიდულ კლუბთან ერთად მან ესპანეთის თასი (2014), ჩემპიონთა ლიგა (2014), უეფას სუპერთასი (2014) და ესპანეთის სუპერთასი (2022) მოიგო.