საქართველოში შესაძლოა, თარჯიმანთა სერტიფიცირება სავალდებულო გახდეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, წინადადება გულისხმობს:
საქართველოში მოღვაწე თარჯიმანთა აღრიცხვას და მათ თავმოყრას ერთ სივრცეში;
თარჯიმანთა სერტიფიცირებას, ლიცენზიის გაცემას და თარჯიმნის სტატუსის მინიჭებას;
ნაფიცი თარჯიმნის ინსტიტუტის დამკვიდრებას;
თარჯიმანთა და თარგმანთა ერთიანი რეესტრის შექმნას;
ხელმოწერების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლას;
თარჯიმნის ხელმოწერისა და ბეჭდისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას;
თარგმანის საფასურის უნაღდო ანგარიშსწორებას და სახელფასო საბარათე სისტემაზე გადასვლას).
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დაევალა.