კიევში ღამის "კომენდანტის საათი" ამოქმედდა - ომის 62-ე დღე და ვითარება უკრაინაში - Palitra News

კიევში ღამის "კომენდანტის საათი" ამოქმედდა - ომის 62-ე დღე და ვითარება უკრაინაში

2022-04-26 09:21:33+04:00

უკრაინაში ომის 62 დღეა. ქვეყნის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებები გრძელდება. დონბასი კვლავ რუსი სამხედროების ალყაშია. რუსულმა ჯარებმა ხერსონის საქალაქო საბჭოზე კონტროლი დაამყარეს. რამდენიმე კვირიანი შეტევის შემდეგ უკრაინული ქალაქის ოკუპაცია რუსებმა პირველად მოახერხეს. პარალელურად დედაქალაქში ღამის ათი საათიდან 5 საათამდე კომენდანტის საათი ცხადდება. შეზღუდვა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქმედებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუგანსკის და დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონებში, ფრონტის ხაზზე სოფელი ნოვოტოშკივკა, ახლა ნანგრევებშია და სახლები მიწასთან არის გასწორებული. ასევე დიდი აფეთქება მოხდა ლუგანსკის ქალაქ კრემინაში, თუმცა ჯერ-ჯერობით დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.