ექსპერტიზის დასკვნით, ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია და დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა. დოკუმენტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული.
დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შესაძლოა, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოიყენოს.