ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ბუჩაში ოკუპანტების მიერ განხორციელებული ქმედებები აშკარა ომის დანაშაული იყო. ორგანიზაციის მკვლევარებმა დანაშაულების მტკიცებულებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ რუსულმა ჯარებმა სიკვდილით დასჯის, სხვა უკანონო მკვლელობების, იძულებით გაუჩინარებისა და წამების დანაშაულები ჩაიდინეს. ორგანიზაციის მკვლევარები ბუჩაში, 4-დან 10-თ აპრილამდე მუშაობდნენ, მას შემდეგ რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს.