დღეს, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება. ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა, წელს ეს რიტუალი არ შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში 12 სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.