„მდუმარე პაციენტი“ კვიპროსული წარმოშობის ბრიტანელი მწერლის , ალექს მიქაელიდესის ფსიქოლოგიური ჯანრის თრილერია. წიგნი პირველად 2019 წელს ინგლისურ ენაზე გამომცემლობა Celadon Books-მა გამოსცა , იმავე დღეს კი გამოვიდა წიგნის აუდიო ვერსიაც , ლუიზ ბრილის და ჯეკ ჰოკინსის გახმოვანებით. წიგნმა გამოსვლისთანავე The New York Times-ის საუკეთესო გაყიდვების სიაში პირველი ადგილი დაიკავა , მოგვიანებით კი ის Goodreads Choice Award 2019 გაიმარჯვებული გახდა , მისტიკისა და თრილერის კატეგორიაში.
წიგნის მთავარი გმირის ალისია ბერენსონის ცხოვრება ერთი შეხედვით სრულყოფილია. ცნობილი მხატვარი, რომელიც დაქორწინებულია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფოტოგრაფზე , გაბრიელ ბერენსონზე რომელიც მოდის სფეროში მოღვაწეობს. ერთ დღესაც გადაღებებიდან სახლში გვიან დაბრუნებულ ქმარს , მეუღლე ხუთჯერ ესვრის და კლავს.
ალისია უარს ამბობს საუბარზე, ან რაიმე სახის ახსნა-განმარტების მიცემაზე, თუ რატომ ესროლა გაბრიელს , რაც ოჯახურ ტრაგედიას დიდ საიდუმლოდ აქცევს და მთავარი გმირს მიმართ საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.
თეო ფაბერი კრიმინალური ფსიქოთერაპევტია, რომელიც დიდხანია ელოდება ალისიასთან მუშაობის შესაძლებლობას. მას გადაწყვეტილი აქვს, აალაპარაკოს მდუმარე პაციენტი და ნათელი მოჰფინოს საიდუმლოს , თუ რა მოტივით ესროლა ქალმა ქმარს. ალექს მიქაელიდესი კვიპროსში, ბერძენი მამის და ინგლისელი დედის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტის
ტრინიტის კოლეჯში ინგლისურ ლიტერატურას , სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. მწერალი სამი წლის განმავლობაში სწავლობდა ფსიქოთერაპიას , რის შემდეგაც ორი წელი იმუშავა ახალგაზრდების უსაფრთხო განყოფილებაში. სწორედ ეს სამუშაო გამოცდილება დაეხმარა ავტორს , რომ მომავალში დაეწერა მისი სადებიუტო რომანი , მდუმარე პაციენტი.
მდუმარე პაციენტის დაწერაზე , ასევე დიდი გავლენა იქონია ევრიპიდეს ათენურმა ტრაგედიამ „ ალკესტესი“ რომელიც მწერლისთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა სიუჟეტზე მუშაობის დროს , ხოლო ტექსტის ნარატიულ სტრუქტურაზე გავლენა აგათა კრისტის ნაწერებმა იქონია.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე, პალიტრა ელ წერტილი ჯი.