აღდგომის კუნძული ვეებერთელა ქანდაკებებით - Palitra News

აღდგომის კუნძული ვეებერთელა ქანდაკებებით

2022-04-20 09:57:00+04:00

ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ არსებობს აღდგომის კუნძული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა. აღდგომის კუნძული, იგივე რაპანუი ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. 1888 წლიდან ეკუთვნის ჩილეს. აღდგომის უნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით.

ალბათ დაგაინტერესებთ, თუ რატომ ჰქვია მას „აღდგომის კუნძული“.

კუნძულს ოფიციალურად პირველმა ევროპელმა მნახველმა, ჰოლანდიელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც მას შემთხვევით წააწყდა 1722 წლის აღდგომა დღეს.მრავლადაა ვერსიები კუნძულის სახელის შესახებ. მაგ: მათ შორისაა სახელი ტე-პიტი-ო- ტე-ჰენუა, რაც „ხმელეთის ჭიპს“ ან „ხმელეთის დასასრულს“ ნიშნავსვინაიდან აღდგომის კუნძული პოლინეზიის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია, შესაძლოა ეს სახელი ამასაც უკავშირდებოდეს.

აღდგომის კუნძული ვულკანური წარმოშობის მაღალი კუნძულია. ძირითადად შედგება სამი ჩამქრალი შეერთებული ვულკანისგან, მათ შორის ძირითადია ტერევაკა, პოიკე და რანო-კაუ აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, რომლებიც კუნძულს სამკუთხედის ფორმას აძლევენ.

აღდგომის კუნძული გარშემორტყმულია ისეთი პატარა კუნძულებით, როგორებიცაა მოტუ-ნუი და მოტუ-იტი, რომლებიც ოკეანის ფსკერიდან 2 000 მ სიმაღლეზე არიან აზიდულები და დიდ ვულკანურ მთის მწვერვალებს წარმოადგენენ.

აღდგომის კუნძულის ისტორია ძალზე მდიდარი, 1990-იან წლებში აღმოჩენილი და აღდგენილი მოაის 15 ქანდაკება. კუნძულის თავდაპირველი დასახლებები სავარაუდოდ ახ. წ. 300-1200 წლებით თარიღდება. ამჟამად მიჩნეულია, რომ აღდგომის კუნძული დასახლდა ახ. წ. დაახლოებით 700-1100 წლებში. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ბიძგები და მთავარი კულტურული ღონისძიებები რაც მონუმენტურ არქიტექტურასა და სტატუეტებში აისახა, დაიწყო პირველი დასახლებიდან სულ მოკლე ხანში.“

ზეპირი გადმოცემების თანახმად, რომლებიც 1860-იან წლებში მისიონერებმა ჩაიწერეს, კუნძულს თავდაპირველად ძლიერი კლასობრივი სისტემა ჰქონდა.

2007 წლის 30 ივლისს, კონსტიტუციური რეფორმის შედეგად აღდგომის კუნძულსა და ხუან-ფერნანდესის კუნძულებს ჩილეს „სპეციალური ტერიტორიების“ სტატუსი მიენიჭათ. სპეციალური კანონის მიღების მოლოდინში, კუნძული კვლავ იმართება როგორც ვალპარაისოს რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია. კუნძულზე შექმნილი რაპა-ნუის ეროვნული პარკი 1983 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.