გაზეთი კვირის პალიტრა ერთგულ მკითხველს სააღდგომოდ ტრადიციულ საჩუქარს სთავაზობს. გაზეთთან ერთად მკითხველი ამჯერად ღვთაებრივ ცეცხლზე თავმომწვარ სანთელს და წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიიღებს. სანთელი და სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი „ქოლორ ჯგუფის“ სტამბაში უკვე ეკურთხა. დეკანოზ არჩილ ხაჩიძის განმარტებით, წილკნის ღვთიმსშობლის ხატი ერთ-ერთი უძველესია მთელს მსოფლიოში, რომელიც საქართველოშია დაცული.