პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტიზე და სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ორმხრივი სანქციების კუთხით, ისეთი ინსტრუმენტები არ აქვს ქვეყანას, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოახდინოს. მისივე თქმით, მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს.
პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტისას, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით, „რაიმე პრეტენზიები არ არსებობს“.