ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 361,561 მლნ დოლარით გაიზარდა - Palitra News

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 361,561 მლნ დოლარით გაიზარდა

2022-04-15 08:20:20+04:00

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 361,561 მლნ დოლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 45,804 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.082 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25.064 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის მარტის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.720 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 26.340 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის თებერვლის მონაცემებს, საგარეო ვალი 8.127 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 25.635 მლრდ ლარს შეადგენდა.

ამასთან, 2022 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 798,160 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.224 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.859 მლრდ დოლარს აჭარბებს.