გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი ახალი საზოგადოებრივი კამპანიის - „არ აგარევინებთ!“ დაწყებას აანონსებს.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელი განმარტავს, „ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ“, რადგან, მისი თქმით, მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობაა.
გია გაჩეჩილაძის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ვერ მოხერხდა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებაც მეტყველებს.