კომპანია "ინტერ ტრანსი", რომელსაც რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრები გადაჰყავს, 1100 ლარით დაჯარიმდა - Palitra News

კომპანია "ინტერ ტრანსი", რომელსაც რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრები გადაჰყავს, 1100 ლარით დაჯარიმდა

2022-04-12 20:57:21+04:00

კომპანია "ინტერ ტრანსი", რომელსაც რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრები გადაჰყავს, 1100 ლარით დაჯარიმდა- ამის შესახებ რუსთავის მერმა განაცხადა. ნინო ლაცაბიძის თქმით, კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ ერთი თვით ადრე მიმართოს მუნიციპალიტეტს ფასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულება კი დაირღვა - მერიაში წერილი გუშინ შევიდა.კომპანიაში მგზავრობის ღირებულების ზრდის მიზეზად გაძვირებულ საწვავს და ტრანსპორტისთვის საჭირო სხვა მომსახურებაზე გაზრდილ ფასს ასახელებენ. მგზავრობის ღირებულება დღეიდან გაიზარდა და სხვაობამ, დაახლოებით, 1 ლარი შეადგინა.