მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება.
ამასთან, ბანკის პროგნოზით, ომის შედეგები მთელი რეგიონის ეკონომიკაზე აისახება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა წელს, კონფლიქტის გამო, 4.1%-ით შემცირდება, რაც ორჯერ უფრო ცუდი სცენარია, ვიდრე 2020 წელს პანდემიით გამოწვეული რეცესია.
ამასთან, ბანკის პროგნოზით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მისი ეკონომიკა წელს 11.3%-ით შემცირდება.