პარტია "ლელო" დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს. წინასწარი ინფორმაციით მსჯელობა იმ 2 კანონოტოექტზე იქნება, რომელსაც ლელო პარლამენტში რამდენიმე დღეში დაარეგისტრირებს. ორივე დოკუმენტი რუსული პროპაგანდისა და გავლენების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული. სავარაუდოდ, ლელოს ლიდერები დღეს პარტიის სამომავლო გეგმაზე და ბრძოლის სტრატეგიაზეც იმსჯელებენ. პოლიტიკური საბჭოს სხდომა ლელოს ცენტრალურ ოფისში 15 საათზეა ჩანიშნული.