კიევის მიერ მომზადებული შეთანხმების ახალი პროექტი სტამბოლში დაფიქსირებული დებულებებიდან გადახვევას წარმოადგენს - სერგეი ლავროვი - Palitra News

კიევის მიერ მომზადებული შეთანხმების ახალი პროექტი სტამბოლში დაფიქსირებული დებულებებიდან გადახვევას წარმოადგენს - სერგეი ლავროვი

2022-04-08 09:19:59+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ შეთანხმების ახალი პროექტი, რომელიც კიევმა 6 აპრილს წარადგინა, სტამბოლში 29 მარტის შეხვედრის დროს დაფიქსირებული დებულებებისგან მნიშვნელოვნადაა განსხვავებული. ლავროვის თქმით, კიევის მიერ სტამბოლის დოკუმენტში დაწერილია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები ყირიმსა და სევასტოპოლზე არ გავრცელდება თუმცა. წარმოდგენილ შეთანხმების პროექტში მსგავსი განცხადებები გაკეთებული არ არის. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში უნდა შევიდეს.