ქართული ანიმაციური ფილმი ამსტერდამში დაჯილდოვდა - Palitra News

ქართული ანიმაციური ფილმი ამსტერდამში დაჯილდოვდა

2022-04-07 10:51:15+04:00

მარიამ კაპანაძის ანიმაციას „მიტოვებული სოფელი“ მორიგი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე KABOOM-ი. ნამუშევარი საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმის პრიზით დაჯილდოვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.ფილმი შექმნილია სტუდია „კვალი XXI-ის“ მიერ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით (დაფინანსების 60%).