ომის 42-ე დღე - როგორი იყო გასული ღამე უკრაინაში - Palitra News

ომის 42-ე დღე - როგორი იყო გასული ღამე უკრაინაში

2022-04-06 09:16:56+04:00

უკრაინაში ომის 42-ე დღეა. კვლავ რთული რჩება ვითარება მარიუპოლში, ბუჩასა და ჩერნიგოვში.

მარიუპოლში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჯგუფს რამდენიმე დღეა შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა. მოქალაქეები ჰუმანიტარული დახმარების, ელექტროენერგიისა და საკვების გარეშე არიან დარჩენილები. ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ჩერნიგოვის ოლქში ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი მგზავრობდა ნაღმზე აფეთქდა. მშობლები ადგილზე დაიღუპნენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები კი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩებიან