ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, ექთანი რომელიც ვაქცინაციის მიმართულებით მუშაობდა, საკუთარ თანამშრომელთან ერთად, 150 ლარის სანაცვლოდ აცრის პროცედურების გარეშე, კოვიდ-19ის ყალბ ბარათებს ამზადებდა.
ბრალდებულებმა, მოქალაქეები ყალბი ბარათის საფუძველზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში დაარეგისტრირეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.