Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 24 540 შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 650 008 ადამიანი და გარდაიცვალა 16 761 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 862 482 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 211 ადამიანი აიცრა.