15:14
21 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება
20-07-2017

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პალიტრანიუსს ახალაიას ადვოკატმა განუცხადა.

"აუცილებლად ვაპირებ დავაყენო მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რათა შემოწმდეს, რამდენად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ კუთხით ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს გამომძიებელიც, თუმცა მე ვაკონტროლებ ყველაფერს და თუ არ დაინიშნა, მე მოვითხოვ", - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ჰქონდა რობერტ ახალაიას წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, ადვოკატის თქმით, ახლობლები ამაზე არ საუბრობენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები