
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
19 იანვრიდან რუსეთში საექსპორტო ხორბალზე გადასახადი მცირდება
18-01-2022
19 იანვრიდან რუსეთში საექსპორტო ხორბალზე საბაჟო მოსაკრებელი არსებული 98,2 დოლარიდან ტონაზე 97,5 დოლარამდე მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი კლება 2022 წლის 21 სექტემბრის შემდეგ.
რაც შეეხება ქერის საბაჟო გადასახადს, ის ტონაზე არსებული 86,2 დოლარიდან 79 დოლარამდე, ხოლო სიმინდის 67,7 დოლარიდან 46,1 დოლარამდე შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საექსპორტო ბურღულეულზე ე.წ. მცურავი გადასახადი სატესტო რეჟიმში 2021 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა, საბოლოოდ ძალაში კი 2021 წლის 2 ივნისს შევიდა.
AutoPlay

ხაზინამ ამერიკელებს რუსეთში გადასახადების გადახდის ვადა ოქტომრამდე გაუგრძელა
27-05-2022

აპრილში ფულის მასა ეკონომიკაში გაიზარდა
27-05-2022

საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება
27-05-2022

საქართველოში სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა
27-05-2022

Nike რუსულ ფრენჩაიზებთან ხელშეკრულების ვადას აღარ განაახლებს და ქვეყანას საბოლოოდ ტოვებს
27-05-2022

აფრიკას პანდემიის ზარალის აღმოსაფხვრელად 432 მლრდ დოლარი სჭირდება
27-05-2022