05:39
24 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ფორსაჟი" ეპიზოდის გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
18-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც "ალიტრანიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდანა აცნობეს, პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე.

AutoPlay
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: სადავო მოსამართლეები
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12 წლით, ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ანაკლიის პორტზე მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია ადგილზე ჩასვლას აპირებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვის შემდეგ შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას - პრემიერი
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სერგი
19-08-2019
ჩემთან გადაგეღოთ სოფელში გზებს მაინც დააგებდით
სხვა სიახლეები