ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული - სალომე ზურაბიშვილი - Palitra News

ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული - სალომე ზურაბიშვილი

2022-04-04 09:19:34+04:00

ბუჩაში ოკუპანტების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობაზე განხორციელებულ სასტიკ ქმედებებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ ამბავზე პარალელს საქართველოსთან ავლებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა წარსულში, სწორედ მსგავსი ქმედებების მსხვერპლი იყო ოკუპანტების მიერ. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ზურაბიშვილს სწამს, რომ უკრაინა არ დამარცხდება, თუმცა ოკუპანტების არაადამიანური ქმედებები დავიწყებას არასოდეს მიეცემა.