ესტონეთი 11 აპრილიდან Yandex Taxi-ს მუშაობას კრძალავს - Palitra News

ესტონეთი 11 აპრილიდან Yandex Taxi-ს მუშაობას კრძალავს

2022-04-04 08:22:22+04:00

ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 11 აპრილიდან აკრძალოს კომპანა Yandex-ის მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი გამოვიდა წინადადებით, დაუწესდეს ამ კომპანიას სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე.

განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ინტერნეტ-პროვაიდერებს დაევალათ შეზღუდონ წვდომა იმ ვებგვერდებზე და აპლიკაციებზე, რომელიც ეკუთვნის კომპანიას Yandex-ს, რომელიც ქვეყანაში ოპერირებს Yandex Go და Yandex Pro ტაქსით მომსახურების სერვისით.

ამასთან, ინტერნეტ მაღაზიებს Google Play და App Store მოუწევთ შეზღუდონ Yandex-ის აპლიკაციის გადმოტვირთვა მობილურ მოწყობილობებში და ასევე შეწყვიტონ მისი განახლების სერვისი.

აკრძალვები ძალაში შევა 11 აპრილიდან.