ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში, საცხოვრებელი სახლები ინგრევა, მიწა ორად გაიყო და სახლების ნაწილი ჩაიტანა.
ადგილობრივები ნგრევად კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ მანგანუმის მოპოვების მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირებენ, კომპანია აღნიშნულს უარყოფს.