საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ბათუმში არჩევნების შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, ვინაიდან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.