მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამძიმარზე. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე განმარტავს, სამძიმარზე მისვლისგან თავი შეიკავეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც საქართველო და პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან.
მდინარაძის განცხადებითვე, საქართველო მოხალისეებს უკრაინაში ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო ვერ უშვებს.