უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა.
„მოლაპარაკებები გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების ჩართულობით“,- აღნიშნა პოდოლიაკმა.
უკრაინული და რუსული დელეგაციები ბოლოს ერთმანეთს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის დოლბაჰჩეს სასახლეში პირისპირ 29 მარტს შეხვდნენ.