ხვალ პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის რუსთავის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.
ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების იმედი არ აქვთ და დარღვევები უკვე შეინიშნება. მმართველ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ შუალედური არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება.