აპირებს თუ არა აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლების მსგავსად რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას თქმით, რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთთან მიერთების წინააღმდეგია. მისივე განმარტებით, რუსეთი აფხაზეთზე კონტროლის ახლა გაზრდას შემოვლითი გზებით ცდილობს.