რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარისკაცების უკრაინაში დისლოცირებას ახორციელებს - Palitra News

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარისკაცების უკრაინაში დისლოცირებას ახორციელებს

2022-04-01 09:20:16+04:00

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარისკაცების უკრაინაში დისლოცირებას ახორციელებს. მიმდინარეობს 2000-მდე ჯარიკაცის კონკრეტული ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებად რეორგანიზაცია. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ ოკუპანტების ქმედება, იმ მოულოდნელ დანაკარგებზე მიუთითებს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დროს განიცადა.