"ყველა მოღალატე დროთა განმავლობაში დაისჯება" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა - Palitra News

"ყველა მოღალატე დროთა განმავლობაში დაისჯება" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა

2022-04-01 09:17:56+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა. გენერლობის წოდება უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და ხერსონის ოლქში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ჩამოერთვა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გენერლებმა ხალხის წინაშე დადებული ერთგულების სამხედრო ფიცი დაარღვიეს, ამიტომ ზელენსკის განცხადებით ყველა მოღალატე დროთა განმავლობაში დაისჯება.