ცოტა ხნის წინ კომპანია „ნეტფლიქსმა“ ახალი კოლუმბიური სერიალის თრეილერი გამოუშვა, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. საუბარია სერიაზე „პალპიტო“ , რომელიც სთრიმინგ-პლატფორმაზე 20 აპრილს გამოვა და როგორც ვარაუდობენ, ბოლო ათწლეულის ყველაზე ხმაურიანი პროექტიც გახდება.სერიალში მთავარ როლებს ლათინო-ამერიკული სერიალების ვარსკვლავები, მიშელ ბრაუნი, ანა ლუსია დომინგესი, სებატსიან მარტინესი დამარგარიტა მუნიოსი ასრულებენ. საინტერესოა, რომ მიშელ ბარუნისა და ანა ლუსია დომინგესისთვის ეს სერიალი „ფარული ვნების“ მერეო სეზონის გადაღებებს დაემთხვა, რის გამოც ბრაუნი „ფარული ვნების“ გადაღებებს გვიან შეუერთდა. ანა ლუსია დომინგესმა კი, პროექტში მონაწილეობა ვერ მოახერხა.სერიალის გმირი ახალგაზრდა ქალი კამილაა, რომელსაც საკუთარი ქორწილის დღეს გული გაუჩერდება. კამილას საქმრო ყველა გზით ცდილობს მალე იპოვოს დონორი, გულის გადანერგვისთვის და ამის გამო ის სპეციალურ გუნდს ქმნის. დამნაშავეთა ჯგუფის წევრები, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებენ, გადაწყვეტენ მოკლან სერიალის კიდევ ერთი გმირი, ვალერია, რომლის გულიც კამილას უნდა გადაუნერგონ. მიშელ ბრაუნი სწორედ ვალერიას ქმრის როლში გვევლინება, რომელიც ამ დანაშაულებრივი სქემის გახსნასა და შურისძიებას გეგმავს.