მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით „Tbilisi Open Air" პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება“.
ფესტივალი 24, 25-26 ივნისს, Lisi Wonderland-ში გაიმართება.
2022 წლის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba.
„Tbilisi Open Air-ზე მოუსმენთ ცნობილ უკრაინულ როკჯგუფს Okean Elzy. სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინული არმიის ლეიტენანტის წოდებას ატარებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის დროს აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში. გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში, ამარაგებს მოქალაქეებსა და სამხედროებს საჭირო ნივთებით, მღერის ბომბსაცავებსა და ბუნკერებში მოქალაქეების გასამხნევებლად. Okean Elzy-ს სიმღერა Без Бою უკრაინული მებრძოლი სულისა და გამბედაობის სადიდებელ ნამდვილ ჰიმნადაც კი გადაიქცა“,- ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებაში.
ფესტივალზე 4 სცენა იმუშავებს.