მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, საქართველოში მწარმოებლებმა კვერცხისა და ფრინველის ხორცზე ფასები უკვე მოამატეს.
„ჩირინას“ დამფუძნებელი,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მდგომარეობა ბაზარზე ძალიან მძიმეა და ამის გამო, უკვე დაიხურა რამდენიმე მცირე ფერმა. "ბიუ-ბიუმ“ კი, ფასები 10%-ით გაზარდა.
მისივე განცხადებით, გაძვირდა ნედლეულის შემოტანა და გაძვირდა ყველაფერი. ამასთან, ჩაიკეტა ორი მთავარი მომწოდებელი - რუსეთი და უკრაინა.