"ევროპული საქართველოს" ორგანიზებით, 3 აპრილს, აქცია სახელწოდებით "უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" გაიმართება. პარტიის ლიდერის ინფორმაციით, აქციაზე სიტყვით არავინ გამოვა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს წინ დამონტაჟებულ ეკრანზე ვიდეო-რგოლები გავა, რომელიც ორი ქვეყნის თაობათა თავისუფლებისთვის ბრძოლას ასახავს.
აქცია 20:00 საათზე დაიწყება.