საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა. მან, ზვიად გამსახურდიან საფლავი, ყვავილებით შეამკო.
მანამდე მთავრობის მეთაურმა ქართველ ხალხს, 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავი მიულოცა. განცხადებაში, მთავრობის მეთაურმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რეფერენდუმისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა ის პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამსახურებაა.
დღეს ზვიად აგმსახურდიას 83 წელი შეუსრულდებოდა.