უკრაინაში მოკლული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაშია დასვენებული. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ტაძარში ჯარისკაცები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები მივიდნენ. დავით გობეჯიშვილს დღეს საღამოს, ტყიბულში გადაასვენებენ.
დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულში დაკრძალავენ. დავით გობეჯიშვილი მე-4 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა.
მანამდე რუსული აგრესიის მსხვერპლი ქართველი მებრძოლები: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა გახდნენ.