შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა - Palitra News

შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა

2022-03-31 12:21:02+04:00

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.