ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს.
ბრიუსელში მიიღეს დასტური, რომ ევროკავშირი წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობს. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.