ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

2022-03-31 09:24:05+04:00

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად უკვე დაადასტურა.

ზელენსკი ელჩის მუშაობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ იქნება შეიარაღება, სანქციები და შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, მაშინ დიპლომატს სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს. უკრაინამ ელჩი ასევე მოროკოდანაც გაიწვია.