ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურში მიაჩნიათ, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმა, მათი დაბალი სულისკვეთების შედეგია. უწყებაში ამბობენ, რომ ოკუპანტები საკუთარ აღჭურვილობაზე დივერსიას ახდენენ და საკუთარ საბრძოლო თვითმფრინავებსაც გაუთვალისწინებლად აგდებენ. რაც, უწყების მტკიცებით, პუტინის მიერ სიტუაციის არასწორად შეფასების შედეგია.