ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის მიერ დაპირებული დეესკალაციის არ სჯერა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის მიერ დაპირებული დეესკალაციის არ სჯერა

2022-03-31 09:20:34+04:00

უკრაინის პრეზიდენტს არ სჯერა რუსეთის მიერ დაპირებული დეესკალაციის. კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსული ჯარების სავარაუდო გაყვანის, ამ მიმართულებით ოკუპანტების აქტივობის სავარაუდო შემცირების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს რომ ეს გაძევების შედეგია.

ზელენსკი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა მოლაპარაკებების პროცესი რუსეთთან აქტიურად მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები არ ჩანს.