ოქროსა და ვერცხლის მწარმოებელი რუსული კომპანია Polymetal-ი ყაზახური მაღაროების დახურვას განიხილავს, რაც ინვესტორთა ჯგუფის მოთხოვნაა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ კომპანიამ Reuters-ს განუცხადა.
ლონდონის ბირჟაზე ლისტირებული Polymetal, რომელსაც თავისუფალ მიმოქცევაში 75,2%-იანი წილი აქვს, დასავლეთის არანაირ სანქციას არ ექვემდებარება. თუმცა, რუსეთთან დაკავშირებული აქციების გლობალური გაყიდვების ფონზე, Polymetal-ის აქციები 78%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მანამდე Financial Times-ი წერდა, რომ Polymetal რუსული და ყაზახური ბიზნესის გაყოფას ცალ-ცალკე ლისტინგით განიხილავდა, რომ თავისი საერთაშორისო ბიზნესი რუსეთზე დაწესებული სანქციებისგან გაერიდებინა. საკითხის მცოდნე ორი ადამიანი Reuters-სთან აცხადებს, რომ ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, წილი ორივე კომპანიაში შეინარჩუნონ ან თავიანთი აქციები რუსულ ბიზნესში გაყიდონ.