უკრაინაში ომს გლობალური ზეგავლენა ექნება და მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას დააზარალებს, რადგან ბევრი უკრაინელი ფერმერი, რომელიც მსოფლიოს ხორბლის მნიშვნელოვან რაოდენობას აწარმოებს, ახლა რუსებს ებრძვის, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე სურსათზე ისედაც მაღალი ფასები მკვეთრად იზრდება.
მისი განცხადებით, უკრაინის ომი იქ მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის „მსოფლიოს პურის კალათას“ პურის რიგებად აქცევს, ხოლო დამანგრეველია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ეგვიპტე და ლიბანი, რომლებიც მარცვლეულის დაახლოებით 85% და 81%-ს უკრაინიდან იღებენ.