საქართველოში 950 793 ადამიანს თვეში 600 ლარამდე, ხოლო 585 390-ს - 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვს - Palitra News

საქართველოში 950 793 ადამიანს თვეში 600 ლარამდე, ხოლო 585 390-ს - 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვს

2022-03-31 08:18:06+04:00

2022 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2022 თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0- დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 25.5%-ს ანუ 950 793 ადამიანს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ამასთან, 2022 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 15.7%-ს ანუ 585 390 კაცს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით მეტია.

ასევე PMCG-ს კვლევის თანახმად, 2022 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.